მაია ხოსიაური

გაკვეთილის თემა
თარიღი
30/03/2016
საგანი/ინტეგრირებული საგნები
ქართული/ხელოვნება
მასწავლებლის სახელი/გვარი
მაია ხოსიაური
სწავლების საფეხური
მე-3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25
აქტუალობა
,,ადამიანი ძლიერია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ გან ხორციელებაში“.  ხშირად ოცნებები აუხდენელი რჩება იმიტომ, რომ მის ასასრულებლად  საკმარის ძალისხმევას არ იყენებს ადამიანი. გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან  ოცნებების მიზნად ქცევას და მათ განსახორციელებლად გეგმების დასახვას.   
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ  ფილმით აღძრული შთაბეჭდილებების გადმოცემა; გრაფიკული მაორგანიზებლების შევსება. აქვთ ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიაზრებენ და გააანალიზებენ ნანახ ფილმს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, იმსჯელებენ არგუმენტების მოშველიებით ; ვიზრუნებ მათში მსჯელობის, შემოქმედებითობის, ფანტაზიის, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე
შედეგად:
 ქართ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და გაგება; სათაურის მიხედვით გამოთქვას ვარაუდი ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ; დაასახელოს და დააკავშირს ერთმანეთთან მოსმენილ ტექსტში ასახული მოვლენები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
ქართ. III. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება; ახლად შესწავლილ სიტყვებითა  და ფრაზებით წინადადებების შედგენა.
ქართ. III. 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ჯგუფის წევრებთან ერთად ფილმიდან  სცენების განსახიერება.  აღწეროს  პერსონაჟების მოქმედებებ, გრძნობები და ემოციები, მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნას ილუსტრაცია.
ქართ. III. 11. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა;
/ დრო 3 წთ/
მეთოდი: ვსვამ ჯგუფებად, ვაცნობ გაკვეთილის მიზანს.  პროექტორით ვაჩვენებ სურათს, გამოიცანით, რომელი ფილმიდან არის პერსონაჟი?
 აქტივობა 2 ,,გონებრივი იერიში“ /დრო 3 წთ/
მეთოდი: მოსწავლეები წინარე წოდნის გამოყენებით პასუხობენ ზეპირად კითხვას: რა არის ოცნება?  /დრო 5წთ/
აქტივობა 3. ფილმის ჩვენება/ანალიზი  /დრო 18 წთ/
მეთოდი:  კომპიუტერის გამოყენებით ვაჩვენებ ფილმს. ვთხოვ, გამოთქვან ვარაუდები და უპასუხონ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს; შესაბამისად ვავსებთ ვენის დიაგრამას და ფორმატზე გამოსახულ მიზეზ-შედეგობრიობის სქემას. (დანართი ფორმატი)
აქტივობა 4. მუშაობა ჯგუფებში /დრო 14 წთ/
მეთოდი: ჯგუფებს ვურიგებ  დავალებებს:
Iჯგუფი: მოვლენათა ჯაჭვი;
II ჯგუფი-გმირის რუკა;
IIIჯგუფი-პერსონაჟების დახასიათება ემოციის თვალსაზრისით;
IVჯგუფი- საინტერესო ეპიზოდის ხატვა და ახალი ფრაზების გამოყენება  წინადადებებში;
Vჯგუფი-მნიშვნელოვანი ეპიზოდის გათამაშება;
მოსწავლეები  წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ( დანართი 2)
აქტივობა 5. გმირის პაზლის შექმნა /დრო 5 წთ/
მეთოდი: წებოვან ფურცელზე წერენ ოცნებებს, შექმნიან  ფილმის მთავარი გმირის პაზლს. 
აქტივობა 6. საშინაო დავალება /დრო 2წთ/
მეთოდი:  თემაზე ,, ფრთაშესხმული ოცნება “თხზულების დაწერა.
შეფასება და თვითშეფასება
მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას აკეთებს ზეპირი კომენტარებით მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
სასწავლო რესურსები
დაფა, ცარცი,  ფორმატები სქემებით, თაბახის ფურცლები დაბეჭდილი სქემებით, გოჭი-იკაროსის დაჭრილი სურათი, წებოვანი ფურცლები, პროექტორი და ეკრანი, საწერი კალმები, მაგნიტები. 

შეფასების სქემა
1.      მოსმენა
2.      გაგება/ანალიზი
3.      მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა
4.      დასკვნების გამოტანა
5.      არგუმენტირებული მსჯელობა
6.      გრაფიკული ორგანაიზერების შევსება
თვითშეფასების ანკეტა

1გაკვეთილზე მე ვუშაობდი:
o   აქტიურად
o   პასიურად
2.      ჩემი მუშაობით გაკვეთილზე  მე :
o   კმაყოფილი ვარ
o   უკმაყოფილო ვარ
    3. გაკვეთილი მე მომეჩვენა:
o   მოკლე
o   გრძელი
 4. ჩემი განწყობილება:
o   უკეთესი გახდა
o   უარესი გახდა
      5.გაკვეთილის მასალა ჩემთვის იყო:
o   გასაგები
o   გაუგებარი
       6. გაკვეთილზე მე :
o   დავიღალე
o   არ დავიღალე